კლუბ BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია აცხადებს, რომ კლუბში პირველადი დათვალიერებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს არაფერი დაუზიანებიათ, თუმცა ინვენტარიზაციის შემდგომ მოხდება კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა.
რაც შეეხება კლუბში მუშაობის განახლებას, ასევე ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ კლუბში ღონისძიებების დაგეგმვა სავარაუდოდ ივნისიდან მოხდება.
შეგახსენებთ, რომ "ბასიანმა", 27 მაისს აქცია დააანონსა. მათი მთავარი მოთხოვნა, კი კლუბის გახსნა იყო. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია, კვლავ იგეგმება თუ არა აქციის გამართვა.
რაც შეეხება მეორე დალუქულ კლუბს: "გალერი", მისი გახსნა გუშინ მოხდა.
შეგახსენებთ, რომ მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც 11 მაისს, გვიან ღამით, კლუბებში: "ბასიანი" და "გალერი" სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შსს-ს განცხადებით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.