აქცია "რუსთავი 2"-თან - "დაიხუროს გარყვნილების პროპაგანდის გამავრცელებელი ტელევიზია"

20:16 05-23-2018
1127

საზოგადოების ნაწილი, ტელეკომპანია რუსთავი 2-თან აქციას მართავს და მის დახურვას მოითხოვს.

ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა საზოგადოებას 19 საათზე ტელეკომპანიის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა. მან ფეისბუქის მეშვეობით ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ეს ტელეკომპანია გარყვნილების პროპაგანდას ეწევა.

ფალავანდიშვილმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გადაცემაში არჩევანი რომელიც ცენზურის თემაზე იყო გაკეთებული, მხატვარ ლია უკლებას ნახატი, ღვთისმშობელი პისტოლეტით იყო წარმოდგენილი. ფალავანდიშვილი მიიჩნევს, რომ გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ უკვე მეორედ შეურაცხყო ღვთისმშობელი.



ავტორი: