გიორგი კვირიკაშვილი დაინტერესდეს ამ ამბით - ძიუდოისტთა ნაკრები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს

20:51 05-23-2018
118

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები კიდევ ერთ აქციას მართავს.  ისინი კვლავ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ამბით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

„ერთადერთი მოთხოვნა იქნება ქვეყნის პირველი პირი, გიორგი კვირიკაშვილი დაინტერესდეს ამ ამბით, მოგვაქციოს ყურადღება და ჩვენთან ერთად გაიაროს ეს პრობლემები" - აცხადებს სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანი აქციის მონაწილეების სახლით.

ავტორი: