"აზერბაიჯანულ კვერცხს ათავსებენ ქართული ეტიკეტის ქვეშ და ყიდიან როგორც ქართულ კვერცხს" - ზურაბ უჩუმბეგაშვილი

22:34 05-23-2018
317
თეგები: კვერცხი

მეფრინველეობის ასოციაციის წარმომადგენელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ მეფრინველეობის ასოციაციაში დემპინგია. რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დემპინგური ფასი და საეჭვო ხარისხის პროდუქციის შემოტანა ხდება. ამის შესახებ მან "იბერიას" ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

აჩუმბეგაშვილის თქმით, კვერცხი მალფუჭებადი პროდუქტია და ასოციაცია დაცვით ღონისძიებებს ითხოვს ფასების და საზღვრის მიმართულებით, თუმცა საკითხის მიმართ ინტერესს არავინ იჩენს:

"ბელორუსიიდან შემოდიოდა საკმაოდ დიდი რაოდენობით კვერცხი, ძირითადად ზაფხულის პერიოდში ხდება ეს და ბელორუსიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე პირაპირ ეწერა, რომ იმის გამო, რომ მწარმოებლებმა ვერ გათვალეს და რუსეთმა შეწყვიტა ბელარუსული კვერცხის შეტანა რუსეთის ტერიტორიაზე, ბელრუსები იძულებულები გახდნენ, რომ ერთადერთ ბაზარზე, რომელიც ღებულობდა და ეს არის საქართველო, ზარალით, ანუ თვითღირებულებაზე ქვევით შემოეტანათ ეს პროდუქცია. 

ასევე, ზერბაიჯანი ახდენდა ექსპორტს კვერცხის ირანის ტერიტორიზე, ირანმა ჩაუკეტა აზერბაიჯანს, ვერსად ვერ მიაქვს და ისევ ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელშიც შემოდის დღეს-დღეობით, იყიდება აზერბაიჯანული კვერცხი და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ არიან არაკეთილსინდისიერი იმპორტიორები, რომელიც ამ აზერბაიჯანულ კვერცხს ათავსებენ ქართული ეტიკეტის ქვეშ და ყიდიან, როგორც ქართულ კვერცხს" - განაცხადა "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას ზურაბ აჩუმბეგაშვილმა.



ავტორი: