სექტემბრიდან, ახალ სააღმზრდელო წელს, 11 ახალი საბავშვო ბაღის შენობით შევხვდებით - კახა კალაძე

10:58 05-24-2018
91

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან თბილისში ცხრა ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ხოლო ორი გაფართოვდება.

„მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. სექტემბრიდან, ახალ სააღმზრდელო წელს 11 ახალი შენობით შევხვდებით. აქედან ცხრაში განთავსდება ახალი ბაგა-ბაღი, ხოლო ორის გაფართოება გვიწევს, კიდევ უფრო გადიდება. ეს ახალი შენობები გვაძლევს შესაძლებლობას, დამატებით 3000 აღსაზრდელმა მიიღოს სკოლამდელი განათლება" – განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე:

„ზოგადად ბაღების მიმართულებით შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით არის პრობლემები და ეს უნდა იქნას მოწესრიგებული. რამოდენიმე ბაღში, როდესაც ჩატარდა ექსპერტიზა, შეჩერებული იქნა სწავლა, რათა ყველანაირი პრობლემა თავიდან იყოს აცილებული. შესაბამისად, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. მოხდება ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 12 ბაღის რეაბილიტაცია. ასევე, გვაქვს კონკრეტული ბაღები, რომლებსაც სჭირდება დემონტაჟი და თავიდან უნდა განხორციელდეს პროექტები. ესეც წელს დაიწყება" – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ბაგა-ბაღების მშენებლობა მომავალ წელსაც  გაგრძელდება.

ავტორი: