საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 24 მაისის შეწყალების აქტით, 143 მსჯავრდებული შეიწყალა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განმარტა, შეწყალებულთაგან 84 დღესვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 54-ს სასჯელი შეუმცირდა.