სკანდალი! ვალერი მელაძეს თანხის უთავბოლოდ ფლანგვაში და ტრაბახში დასდეს ბრალი

14:02 05-24-2018
1975

მომღერალი ვალერი მელაძე, მეუღლესთან ალბინა ჯანაბაევთან ერთად, იშვიათად ჩნდება პუბლიკის წინაშე და ყოველთვის ცდილობს, პირადი ცხოვრების დეტალები, არ გამოააშკარავოს.  ბოლო დროს, მსახიობი ინსტაგრამზე, ოჯახთან და ნათესავებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რამდენიმე ხნის წინ, აუზში და ფიტნეს კლუბში დაგაღებული ფოტოც კი, ატვირთა. 

rambler.ru-ს წყაროს ინფორმაციით, მელაძემ, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ძვირადღირებული, ახალი ავტომობილის ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა. 

კადრში, მომღერალი თეთრი ფერის ავტომობილთან, Mercedes-Benz CLS პოზირებს, რომლის სავარაუდო ღირებულება, 6 მილიონი რუსული რუბლია. 

თბილი ამინდია, დროა გადავჯდე, საზაფხულო მანქანაზე- წერს პოსტს ფოტოზე მომღერალი.

ფოტომ, თაყვანისმცემლების  დიდი ნაწილი გააღიზიანა  - მომღერალს, თანხის უთავბოლოდ ფლანგვაში და ტრაბახში დასდეს ბრალი. ნაწილი კი, თვლიდა, რომ ძვირადღირებული მანქანის ყიდვას, სჯობდა გაჭირვებულებს დახმარებოდა.

ვალერი, კომენტარებს გამოეხმაურა - ერთ-ერთი ნეგატიური პოსტი გამოაქვეყნა და  კომენტარით უპასუხა:.    

კომენტარი ჩემს მერსედესთან გადაღებულ ფოტოზე, დახურულ აკაუნტში დაიწერა, მე გამოვააშკარავე, არაფერი არ მაქვს დასამალი. ქველმოქმედებას არ ვუკეთებ აფიშირებას - იმ დღიდან, როცა პირველი ფული გამიჩნდა, ათასობით ადამიანს ვეხმარები, რითიც შემიძლია.  

მელაძის თაყვანისმცემლების მეორე მხარე კი, ამ პოსტებით გამოეხმაურა კომენტარებს:

ადამიანი პატიოსნად გამოიმუშავებს საკუთარ თანხას, რაში დახარჯავს,  მისი პირადი გადასაწყვეტია.

თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ! ყოჩაღი ადამიანი ხართ! ხმა, სიმღერა, ყველაფერი, ყველაფერი!

ყურადღებას ნუ მიაქცევთ! უბრალოდ, ადამიანები მიეჩვიენ სხვისი ფულების მართვას და დათვლას! ბევრი, ვერ ხვდება, თუ რამდენი შრომის შედეგია, ეს ყველაფერი! - წერენ სოციალურ ქსელში, მელაძის თაყვანისმცემლები. 

შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით, ფოტო, rambler.ru-ს საიტიდან გაქრა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე