ეშტონ კატჩერმა გორილების გადსარჩენად ოთხი მილიონი დოლარი გადარიცხა

16:36 05-24-2018
528

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ეშტონ კატჩერი, დიდი ხანია, რაც დიდ ეკრანზე აღარ გამოჩენილა. სავარაუდოდ მიზეზი, ბიზნესში ჩართვა და ამავე დროს საქველმოქმედო საქმიანობაა. 

40 წლის მსახიობი, ბიზნეს-პარტნიორთან, გაი ოზირისთან ერთად, ელენ დეჯენერესის საქველმოქმედო ფონდში, ველური ბუნების, კერძოდ, გორილების გადასარჩენად, 4 მილიონი დოლარი  გადარიცხა. 

ინფორმაცია, თანხის შემოწირულების შესახებ, ეშტონმა, ელენ დეჯენერესის ტელეშოუს საშუალებით, პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ტელეწამყვანთან,  დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდა.  დეჯენერსი, ვარსკვლავებს, საქველმოქმედო საქმიანობისთვის არასოდეს არ სთხოვდა დახმარებას, მაგრამ სამაგიეროდ, პირადად ელენი, საკუთარი თანხებით ეხმარებოდა ამ ფონდს.

როცა მისმა მეუღლემ, პორშა დე როსიმ, ელენ დე ჯენერესის საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც ცხოველების გადარჩენისთვის იზრუნებდა და რომელიც ელენის საპატივცემლოდ დაარქვა, როგორც იქნა დეჯენერესმა, ვარსკვლევებს, დახმარებისთვის თხოვნით მიმართა.

სწორედ ეს თხოვნა გახდა, მიზეზი, იმისა, რომ კატჩერმა, 4 მილიონი დოლარი, გორილების გადასარჩენად, ელენ დე ჯენერესის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე