მოსკოვში, საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა - ზურაბ აბაშიძე

16:51 05-24-2018
154

მოსკოვში, საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა, –  ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ქონებრივ საკითხებზეც ვისაუბრეთ. მრავალი წლის მუშაობის შემდეგ, დადებითად გადაწყდა მოსკოვში ჩვენი საელჩოს შენობის საქართველოსათვის კუთვნილებაში გადაცემის საკითხი. ამაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენმა საგარეო უწყებამ საკმაოდ წარმატებულად დაასრულა ამ საკითხზე მუშაობა, რაც მისასალმებელია. ძალიან კარგად იმუშავა ამაზე ჩვენმა ინტერესთა სექციამ რუსეთში“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ავტორი: