ხორავას ქუჩაზე, გარდაცვლილი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.
"ხვალ, 25 მაისს, 10 საათზე, ხორავას ქუჩაზე, ჩემი შვილის, დათუჩა სარალიძის მკვლელობის ადგილზე, ფარდულთან ჩავატარებ პრესკონფერენციას.
აღნიშნულ ბრიფინგზე დავაანონსებ აქციის თარიღს და სამოქმედო გეგმას, დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით!" - წერს ზაზა სარალიძე.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.