მადონას ქალიშვილი "MadeMe"-ს სარეკლამო ფოტოსესიაზე "არაესთეტიკური" ვიზუალის გამო გააკრიტიკეს

17:46 05-24-2018
923

ამერიკელი მომღერალის, მადონას უფროსი ქალიშვილი, ლურდეს ლეონი, ნიუ-იორკის ბრენდის MadeMe-ს სარეკლამო ფოტოსესიაზე პოზირებს, რომელმაც სპორტულ ბრენდი,  Converse-თან ერთად, ერთობლივი კოლექცია წარმოადგინა.  

ფოტოებმა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მომხმარბლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია - პოპ-ვარსკვლავის, მადონას ქალიშვილი, ფოტოსესიაზე, გაუპარსავი იღლიებით პოზირებს. 

მოდელი და ჰოლივუდის ვარსკვლავი, თავისუფალი სტილის გამო, დიდი ხანია, რაც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ. ფოტოზე, ლურდესი, აწეული ხელებით პოზირებს, აშკარაა, რომ მოდელი, საკუთარ იღლიებს, დემონსტრირებას უკეთებს. გოგონა, აქტიურ და თავისუფალი სტილის ცხოვრებს ეწევა და მთელი მსოფლიოს ქალბატონებს, მოუწოდებს, რომ მიიღონ ისეთი, როგორიც არის.

პირველად ლურდესმა, მისი გაუპარსავი იღლიების პირველი ფოტო, რამდენიმე წლის წინ  გამოაქვეყნა, მაგრამ იმ ფაქტს, რომ სარეკლამო ფოტოსესიაზე, ამ სტილში გამოჩნდებოდა, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რის გამოც, მოდელს, არაესთეტიკურობაში დასდეს ბრალი.  

ამ ფაქტის გამო, სარეკლამო კომპანიამ, ფოტოების დიდი ნაწილი, არ გამოაჩინა - მხოლოდ რამდენიმე კადრი გამოქვეყნდა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე