რუსეთის საგარეო უწყება - კარასინმა აბაშიძესთან შეხვედრაზე საქართველოს ნატო-სთან ღრმა თანამშრომლობის გამო, შეშფოთება გამოთქვა

11:42 05-25-2018
86

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის პრაღაში გამართულ მორიგ შეხვედრას ეხმაურება. 

რუსეთის საგარეო უწყების განცხადების ქართულ თარგმანს, რომელშიც ნათქვამია, რომ „მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში პრაქტიკული საქმეები მიმოიხილეს“, ipn ავრცელებს.

რუსეთ-შვეიცარიის საჭირო დოკუმენტების ხელმოწერას პრაქტიკულ სტადიაში გადაჰყავს რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზება. კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კეთილსინდისიერად და არაპოლიტიზირებულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

რუსეთის საგარეო უწყება ასევე ამახვილებს ყურადღებას რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნავს, რომ „სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 337 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“. 

„დინამიურად ვითარდება სატრანსპორტო თანამშრომლობა. საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში 1,5-ჯერ გაიზარდა, სარკინიგზო კონტეინერების გადაზიდვა კი სამჯერ. ასევე აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში“, - აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

რუსეთის საგარეო უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აბაშიძესთან შეხვედრაზე კარასინმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ნატო-სთან ღრმა თანამშრომლობით. 

„კავკასიის სამხედრო ათვისება რეგიონის გარეთ მყოფი ძალების მიერ პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. საქართველოს პარტნიორები ნატო-ს ფარგლებში არ მალავენ იმას, რომ საქართველოს რუსეთის შეკავებისთვის აიარაღებენ. ამ ვითარებაში რუსეთი ადეკვატურ ზომებს მიიღებს თავისი და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში. 

ავტორი: