თბილისში, ავარიულობის გამო, 12 საბავშვო ბაგა-ბაღში დემონტაჟი განხორციელდება და სანაცვლოდ ახალი შენობები აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც "პრაიმტაიმს" თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურმა აცნობა, ბაღების ჩამონათვალი, რომლის შენობების დემონტაჟი და შემდგომ ახალი ნაგებობების აშენება მოხდება, ასეთია:
#10 ბაგა–ბაღი;
#84 ბაგა–ბაღი;
#96 ბაგა–ბაღი;
#47 ბაგა–ბაღი;
#14 ბაგა–ბაღი;
#19 ბაგა–ბაღი;
#28 ბაგა–ბაღი;
#43 ბაგა–ბაღი;
#125 ბაგა–ბაღი;
#109 ბაგა-ბაღი
#6 ბაგა–ბაღი;
და ვარკეთილის მეურნეობაში არსებული ბაღი.
დედაქალაქის მერის განმარტებით, ბაგა-ბაღების მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება.