სკანდალი! კევინ ფედერლაინმა ბრიტნი სპირსის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15:44 05-25-2018
1458

ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი, მოცეკვავე, კევინ ფედერლაინი, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, 20 00 დოლარს იღებს. მომღერალი და მოცეკვავე, ერთმანეთს, 2007 წელს გაეყარნენ, რის შემდეგაც, ბრიტნიმ 1,3 მილიონი გადასცა.

საინფორმაციო სააგენტო TMZ-ის ინფორმაციით, კევინი, 2 შვილს, 11 წლის ჯეიდენს და 12 წლის შონს ზრდის და მიუხედავად იმისა, რომ ბრიტნი, ალიმენტს ყოველთვიურად უხდის, რამდენიმე დღის წინ, ფედერლაინმა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ბრიტნის, თანხის სამმაგდად გაზრდა მოსთხოვა.  

ცნობილია, რომ ამ ეტაპზე, კევინი 6 შვილის მამა. ის, ფაქტიურად არ მუშაობს, სამაგიეროდ, თვეში ერთხელ, ბრიტნი მას, ალიმენტის სახით, 20 000 დოლარს ურიცხავს, რომელიც როგორც გაირკვა, აღარ ყოფნის, რადგან შვილებს, უკვე დიდი მოთხოვნილებები აქვთ.

40 წლის მოცეკვავე, აცხადებს, რომ მისი შემოსავალი თვეში 3000 დოლარია, როცა ბრიტნი, წელიწადში 34 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ასაკის მატებასთან ერთად, მოცეკვავემ კარიერა დაასრულა და ცდილობს, შემოსავლის გზები, სხვა მხრიდან  მოიძიოს. 

რამდენიმე თვის წინ, ფედერლაინის ადვოკატები, ბრიტნის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და ალიმენტის გაზრდის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდეს, მაგრამ ბრიტნი, ამ ფაქტს არც კი გამოეხმაურა. ამიტომ, მათ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სარჩელი სასამართლოში შეიტანონ.

იმ მიზეზის გამო, რომ ფედერლაინს, იურისტების დასაქირავებელი თანხა ამ ეტაპზე არ გააჩნია, იძულებულია, ისევ პირადად ბრიტნის სთხოვოს კომპენსაცია. 

იხ. ფოტოები: 

 

 
ავტორი: რუსა ღვანიძე