სკანდალი!!! - ამერიკელი კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი პოლიციას ჩაბარდა (ვიდეორგოლი)

16:51 05-25-2018
189

66 წლის ამერიკელი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი ნიუ იორკის პოლიციას ჩაბარდა.

ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო The New York Times-ი ავრცელებს.   

საქმე ეხება, კინოპროდიუსერის მხრიდან, სექსუალური ძალადობის მსხვერპლის, ლუსია ევანსის ბრალდებას.   

პირველი ქალი, რომელმაც ვაინშტეინი, სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, მსახიობი რომოლა გარაია იყო.   ასევე მსახიობი და ტელეწამყვანი ლორენ სივიანი,  ყოფილი მოდელი ზოი ბროკი, მსახიობი და რეჟისორი აზია არჯენტო. ჰოლივუდის მსახიობები როუზ მაკგოუელი, სილმა ჰაიეკი, გვინეტ პელტროუ, ანჯელინა ჯოლი, ლუსია ევანსი, მირა სორვინო, როზანა არკეტი, იტალიელი მოდელი ამბრე გუტერესი.  

1 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვაინშტეინის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი, ჰოლივუდის მსახიობმა ეშლი ჯადიმაც შეიტანა. ის, ერთ-ერთია იმ ქალბატონებს შორის, რომელიც ჰოლივუდელ პროდიუსერს, სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. 

შეგახსენებთ, რომ სექს-სკანდალი, 2017 წელს დაიწყო, რომლის მთავარი გმირი, პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. მას, 80-მდე ქსლბატონი სდებდა ბრალს სექსუალურ ძალადობაში. ჰარვი, ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ კი, ის ცოლმა მიატოვა.

ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ, პროდიუსერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.

იხ. ფოტოები და ვიდეორგოლი: :

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე