პროტოკოლი დაირღვა?!!! - ემანუელ მაკრონის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში

18:23 05-25-2018
1055

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, რამდენიმე დღის განმავლობაში, გაიმართება, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი.   

ოფიციალური ვიზიტის, პირველი სტუმრები, საფრანგეთის პრეზიდენტი, 40 წლის, ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე, 65 წლის, ბრიჯიტი იყვნენ. 

შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა, საფრანგეთის პირველ ლედის, ყვავილების ბუკეტი მიართვა. ბრიჯიტი, მართალია მოიხიბლა, მაგრამ აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ პუტინის მხრიდან, ამ ტიპის შეხვედრა, პროტოკოლის წესებს ეწინააღმდეგება.

საფრანგეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე, პეტერბურგს, 2 დღით ესტუმრნენ. შეხვედრა, კონსტანტინოვსკის სასახლეში გაიმართა, სადაც ქვეყნის ლიდერებმა, საფრანგეთის და რუსეთს შორის აქტუალური საერთაშორისო და რეგიონალური საკითხები განიხილეს და ამის შემდეგ კი, მონაწილეობა მიიღეს, ერთობლივ პრეს-კონფერენციაში.   

რუსეთის პრეზიდენტმა, ემანუელს და ბრიჯიტს, ოფიციალურ ვახშამზე,  შავი ხიზილალას ბლინებით, ტრადიციული რუსული ბორშჩით და ზუთხის სტეიკით უმასპინძლა და კრასნოდარის მხარეში, 2014 წელს ჩამოსხმული საფირმო წითელი ღვინო, მერლო და შარდონი დააგემოვნეს.  

იხ. ვიდეორგოლი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე