26 მაისის ღამეს დაღუპული პოლიციელის ოჯახს არ აწყობს სიმართლის გაგება - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 2011 წლის 26 მაისზე საუბრისას განაცხადა.
"როცა პოლიციელის ოჯახს არ უნდა, რომ სიმართლე გაიგოს და აკვიატებული აქვს, რომ ხან მე დავავალე მძღოლს, რომ პოლიციელისთვის გადაევლო, ხან ვითომ ჩემი ქმარი იჯდა საჭესთან, ხან ჩემი შვილი იჯდა. ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდნენ, ვის გვიყენებენ ბრალს, მე, ჩემს ქმარს თუ შვილს. ოჯახს არ უნდა და როგორც ჩანს არ აწყობს სიმართლის გაგება. მე ამას ძალიან დიდი ტკივილით ვამბობ, რადგან მე ოჯახს ერთობლივი გამოძიება შევთავაზე, შეხვდი გარდაცვლილის დას და სიძეს ადვოკატთან ერთად და ვუთხარი, რომ თუ აღმოჩნდება, ჩვენი დანაშაული, არავითარ შემთხვევაში ხელს არ დავაფარებ-მეთქი. ოჯახის წევრებმა ერთმნიშვნელოვნად მითხრეს, რომ მათთმა დაღუპულმა ოჯახის წევრმა იცოდა ისეთი, რამ რაც მე ისეთი რამ ვიცი, რომ შეიძლება მომკლან. ეს ოჯახი წევრების სიტყვებია" - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნავს, რომ ის დაინტერესებულია 26 მაისის ღამე ბოლომდე იქნას გამოძიებული.