26 მაისს დასავლეთის რეაქცია იყო ძალიან სამარცხვინო და ორმაგი სტანდარტების ნათელი მაჩვენებელი - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 2011 წლის 26 მაისზე საუბრისას განაცხადა.
"როდესაც დასავლურ ფასეულობებს ვაკრიტიკებ მე მაქვს ამის მორალური უფლება, რადგან 26 მაისი ჩემთვის იყო საბოლოო შოკი, როდესაც ბრუტალურად დარბეული აბსულუტურად მშვიდობიანი მოსახლეობა პრაქტიკულად არავინ არ დაიცვა. არც ერთმა ელჩმა ოფიციალურად და ღიად ხმა არ ამოიღო, რადგან პრორუსის იარლიყი გვქონდა მოწეპებული" - განაცხადა ბურჯანაძემ.