დავით ნებიერიძე: "ნინო ბურჯანაძე და ის ძალა, რომელსაც ეს ქალბატონი წარმოადგენს არიან პირწავარდნილი მოღალატეები..."

21:38 05-25-2018
135

მიტინგის დაშლა იურიდიულად იყო სწორი, მაგრამ ფორმები პირადად ჩემთვის იყო არასწორი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ნებიერმიძემ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" ვახო ხუზმიაშვილთან ერთად განაცხადა.

"მიტინგის დაშლა იურიდიულად იყო სწორი, მაგრამ ფორმები პირადად ჩემთვის იყო არასწორი. მეც ვეწინააღმდეგები ძალის გადამეტებას. თქვენ თუ გგონიათ, რომ პრეზიდენტმა პირადად გასცა ბრძანება, რომ ამას ხელკეტი ჩაარტყით თავში და იქ ძალა გადაამეტეთ, ეს არის ბავშვური მეამიტობა. ასეთ ბრძანებებს პრეზიდენტები არ იძლევიან" - ამის შესახებ ნებიერიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ნინო ბურჯანაძე და ის ძალა, რომელსაც ეს ქალბატონი წარმოადგენს არიან პირწავარდნილი მოღალატეები". 

"ადამიანებმა უნდა ისწავლონ და მიეჩვიონ, რომ ყველა ქმედებაზე სათანადო პასუხს მიიღებენ. ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თავად ნინო ბურჯანაძე და ის ძალა, რომელსაც ეს ქალბატონი წარმოადგენს არიან პირწავარდნილი მოღალატეები, რუსეთუმეები და ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტები, ისევე როგორც დღევანდელი ხელისუფლება.