დედოფალი ელისაბედ II - გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ

11:03 05-26-2018
132

მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

„დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და საქართველოს მოსახლეობას და ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ! წელს, ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან საქართველო პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ასეთ დროს ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირებზე, როგორც ისტორიულზე, ისე ამჟამინდელსა და სამომავლოზე“, - აღნიშნულია ელისაბედ მეორეს მილოცვაში, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.