გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგინა

12:51 05-26-2018
93

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგინა. მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 

ყველას ვულოცავ დღევანდელი დღეს, 100 წლის იუბილეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარესებიდან. ჩვენთვის ძალიან საამაყო დღეა. 26 მაისი არის იმ რესპუბლიკის დაარსების დღე, რომელიც დაფუძნებული იყო მოწინავე ჰუმანურ იდეებზე, ევროპულ ღირებულბებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისტორიულად ამ ღირებულებების მატარებელი ქვეყანა ვართ.

დღეს საქართველო ყველაზე ახლოსაა იმ ღირებულებებთან და მიზნებთან რომელიც 100 წლის წინ, 1918 წელს ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელ კრებას ჰქონდა.

რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს წარმოდგენილ სტენდებს. მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, როგორც აგროსასურსათო პროდუქციის, ისე იმ ფლორის სახეობების, რომელიც საქარათველოშია, ის სიმდიდრე, ბიომრავალფეროვნება, რომელიც გვაქვს ვაჩვენოთ, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე ქალაქის სტუმრებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდთან.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღონისძიებებით თბილისში, თელავსა და ფოთში აღნიშნავს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეოცე საუკუნის დასაწყისშიმუშტაიდის პარკშიარსებული ბაზრობა გაცოცხლდა, სადაც თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა.

თბილისის ცენტრალურ გამზირზე წარმოდგენილი იყოლაღიძის კაფე“, სადაც დამთვალიერებელს ძველი თბილისის საფოსტო მარკების და სუვენირების კუთხის დათვალიერების შესაძლებლობა ქონდა.

სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, დეკას ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა.

სპეციალურად ამ დღისთვის, რუსთაველის გამზირზე ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ მწვანე კუთხე მოაწყო, სადაც ენდემური დაწითელი ნუსხისსახეობები იყო წარმოდგენილი.

თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ღვინის ფესტივალი გაიმართა,ხოლო ქალაქ ფოთში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს დაცული ტერიტორიების ვირტუალური რეალობის სივრცე მოეწყო.