მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქეობისთვის,“ - საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი მოსახლეობას მიულოცა.
„მინდა, დიდი სიამაყით აღვნიშნო, რომ მაშინდელ დამფუძნებელ კრებაში ასახული იყო მთელი ქვეყნის ეთნოდემოგრაფიული სურათი, იყო წარმოდგენილი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე ქალები...ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული, ადამიანები გამოდევნილია საკუთარი სახლებიდან. ჩვენ უნდა ვიაროთ მომავლისკენ, იმ ევროპული დემოკრატიული მომავლისკენ, სადაც ჩვენს სახელმწიფოში ყველა ადამიანის უფლებები, იდენტობა იქნება დაცული და ჩვენ ვიქნებით ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის წევრი, რაც არის ჩვენი ისტორიული ადგილი,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.