საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი მოსახლეობას მიულოცა და 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დღეს გვაქვს ის უმნიშვნელოვანესი დღე, რომელსაც ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღის ყველაზე დიდი ენერგიის მატარებელი დღე. მოგეხსენებათ, რომ პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არამხოლოდ საქართველოსთვის და არამხოლოდ რეგიონში, არამედ საერთოდ ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს და ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს მას ყოველდღიურად უნდა შევმატოთ რამე ახალი. რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს,თითოეულ ჩვენს სამხედროს ვულოცავ ამ დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე იქნება დამატებითი ენერგიის მომტანი ჩვენს შრომაში და ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული",- განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარია: "იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს, ყოველდღიურად რამე ახალი უნდა შევმატოთ"
