სლოვაკეთის პრეზიდენტი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენ დგახართ ამაყად ევროპელი ერების გვერდით

14:46 05-26-2018
94

ჩემთვის დიდი პატივია თქვენ შორის ყოფნა, ჩემთვის დიდი პატივია,- ასე მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი მოსახლეობას სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ.

„გამარჯობა მეგობრებო!ჩემთვის დიდი პატივია თქვენ შორის ყოფნა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენ დგახართ ამაყად ევროპელი ერების გვერდით. თქვენ ხართ შრომისმოყვარე ადამიანები, მებრძოლი, არასოდეს წუწუნებთ, თქვენ ხართ ადამიანები მამაცი, მოთმინების მქონე. ჩვენ მეგობრები ვართ, ჩვენ  ყველანი ერთად ვართ ევროპაში. ჩვენ დიდ ადგილს ვანიჭებთ ევროკავშირის ოჯახში საქართველოს მაღალ მდგომარეობას,“ - განაცხადა ანდრეი კისკამ.