ჯარისკაცები, რომლებიც დღეს შეუძლოდ გახდნენ, თავს კარგად გრძნობენ - ლევან იზორია

15:08 05-26-2018
792

„კარგად არიან, ყველა ჯანმრთელად არის, ყველა ჯანზეა საქართველოსთვის,“ - ამის შეახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა. 
.

„სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ისინი დილის 6 საათიდან ადგილზე იმყოფებიან და აუცილებელი იყო სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ მათ ჰქონოდათ უფრო მეტი თავისუფალი გარემო,“ - განაცხადა მინისტრმა.

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფლების მოედნიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.