ვილნიუსში სამი ჯვრის მონუმენტი და ხიდები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

15:14 05-26-2018
196

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის აღსანიშნავად, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ხიდები მდინარე ნერისზე და ქალქის ღირსშესანიშნაობა -სამი ჯვრის მონუმენტი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ამასთან, ლიტვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განათავსა სიმბოლური წარწერა შენობის ფასადზე და ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედანზე აღმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.

ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოში ჩამოსვლასთან ერთად ვიდეო მოლოცვაც მოამზადა საქართველოს მოქალაქეებისათვის: „ძვირფასო საქართველო, ლიეტუვა გიგზავნით გულთბილ მოკითხვას ბალტიის ზღვის სანაპიროებიდან. მთელი გულით ვულოცავთ თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანას, რომელიც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს. თქვენი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ ძალზე გულადი ნაბიჯი იყო, რომელიც მოდიოდა ურყევი ნებიდან ყოფილიყავით თავისუფლები. დღეს, ჩვენ ვაფრიალებთ ხუთჯვრიან დროშას, რომ ვიზეიმოთ თქვენთან ერთად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე ნება და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვართ თქვენი მეგობრები - მეგობრები მამაცი ერისა, რომელმაც ამდენს მიაღწია. დიდება თავისუფლებას!“

დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.