ჯეიმს ბლანტი თბილისშია

15:29 05-26-2018
251

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ჯეიმს ბლანტი საქართველოშია. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" საერთაშორისო საპრომოუტერო კომპანია Black Pearl Live-ის წარმომადგენლებმა განუცხადა. 

43 წლის მომღერალი საქართველოს, ფესტივალის „დამოუკიდებლობის დღე“ ფარგლებში ესტუმრება. გრემის ხუთგზის ნომინანტი ჯეიმს ბლანტის კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება

ჯეიმს ბლანტი Afterlove ალბომთან ერთად შეასრულებს ყველა თაობის ჰიტებს – Goodbye My Lover და You’re beautiful. მასთან ერთად ფესტივალის ფარგლებში იმღერებს სამხრეთ-აფრიკული როკ ბენდი The Parlotones და ქართული როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers.