"აქამდე ხო რას ამბობ, სუ ზარზეიმით გხვდებოდით, თქვე პუტინის ფეხის მკვნეტელებო..." - ნიკა გვარამია "პატრიოტთა ალიანსს" პასუხობს

19:52 05-26-2018
1008

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი "პატრიოტთა ალიანსის" განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მოხარულები იქნებიან მათი, როგორც საპარლამენტო ძალის გაშუქების ვალდებულება რომ აღარ ექნებათ.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. 

"აქამდე ხო რას ამბობ, სუ ზარზეიმით გხვდებოდით, თქვე პუტინის ფეხის მკვნეტელებო :))) ზუსტად თქვენნაირების გადაშენებაა ჩვენი ამოცანა და ახლა უკვე ეთიკური ვალდებულებაც რომ აღარ გვექნება თქვენი, როგორც საპარლამენტო ძალის, გაშუქების, დიდად მოხარული ვიქნებით. ps ნუ, ვანოს შოუ კი გაგაშუქებთ ხოლმე და უყურეთ", - აცხადებს გვარამია.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა სოციალურ ქსელში განცხადება გუშინ გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პარტია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უერთდება და კავშირს წყვეტს ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან”.