ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, დღეს, პარლამენტის წინ, აქციას აანონსებს

10:54 05-27-2018
255

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, პირველ მასშტაბურ აქციას პარლამენტის წინ, 27 მაისს, 19:00 საათზე აანონსებს.

ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს, მკვლელობის ადგილზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა.

როგორც მოკლულის მამა ამბობს, არ ენდობა გამოძიების შედეგებს და საზოგადოების ყველა წევრს, ვისაც სამართლიანობის აღდგენა უნდა, სთხოვს, რომ აქციას შემოუერთდნენ.

როგორც ირკვევა, აქციაზე, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც აპირებს მისვლას.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ავტორი: