ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატს ასახელებს, სპორტსმენები კი აქციის ჩატარებას აპირებენ

15:34 05-27-2018
324
თეგები: ძიუდო

ძიუდოს ფედერაციის პრეზხიდენტი, დავით ქევხიშვილი სოციალურ ქსელში წერილს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ერთერთი კანდიდატი მთავარი მწვრთნელობის LOUIS WIJDENBOSCH -ი ჰოლანდიის ძიუდოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი 1997- 2001 წლებში, უკვე თბილისშია.

ხვალ გვექნება გასაუბრება გაფართოებულ ფორმატში სადაც თავის ხედვას წარმოგვიდგენს. ასევე ველოდებით რამდენიმე სხვა უცხოელი მწვრთნელის პასუხს და უახლოეს პერიოდში მიღებული იქნება გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის დანიშვნის შესახებ" - წერს ქევხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ თანამდებობა დატოვა. გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მწვრთნელის გარეშეა. თუმცა, სპორტსმენები ვარჯიშზე და შეჯიბრებებში მონაწილეობაზე მაინც უარს ამბობენ და ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

დღეს, პარლამენტის წინ, სპორტსმენებმა აქციის ჩატარება დააანონსეს. მათი მთავარი მოთხოვნა: "გადადგეს დავით ქევხიშვილი" უცვლელია.

 



ავტორი: