ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდებულ არასრულწლოვანს დაკითხავენ

10:00 05-28-2018
109

საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს კიდევ ერთი პროცესი გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთ ბრალდებულ არასრულწლოვანს დაკითხავენ.

შესაძლოა, ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვაც წარმოთქვას. პროცესი 13:00-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და საქმის რეალურ გამოძიებას ითხოვს. მან უკვე რამდენიმე აქციაც გამართა, თუმცა გუშინ გამართული ბოლო აქცია ყველაზე მასშტაბური იყო. აქციის მონაწილეების მხრიდან მოთხოვნები გაჟღერდა. იმ შემთხვევაში, თუ საქმის დროულად და საფუძვლიანად გამოძიება არ მოხდება უფრო მასშტაბური აქციების ჩატარება იგეგმება.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე სარალიძის მიერ კერძოდ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ საქმეში დანის გარდა, მაკრატელიც ფიგურირებდა. საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე კი, ამტკიცებს, რომ მაკრატელი ადგილზე მედიკოსებს დარჩათ.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ავტორი: