ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე პროკურატურასა და საპატრიარქოს სამი კითხვით მიმართავს. მამალაძემ მოითხოვა, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ გარკვეული ფაქტების შესწავლით. ირაკლი მამალაძის თქმით, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, დონეცკის ოლქში სამი წლის ერთ-ერთ რუსულ ეკლესიაში მსახურობდა, რომელსაც მანქანა დაუწვეს.
“მეც მაქვს კითხვები, როგორც პროკურატურასთან ასევე საპატრიარქოსთან. კერძოდ, სამი კითხვა მაქვს: სად გაქრა უდანაშაულო სოსო ოხანაშვილი? რა უნდოდა ტარას შავშიშვილს საპატრიარქოს დაცვაში, ყველას გვახსოვს 53-ე სკოლის ინციდენტი, როგორ გამოაძევეს ეს ადამიანი. და მესამე: ამ შემთხვევაში მივმართავ საპატრიარქოს, რატომ არ არის დღემდე გამოკვლეული მამა გიორგის საქმიანობა დონეცკის ოლქში, სადაც ეწეოდა მღვდელმსახურებას, რომელსაც დაუწვეს მანქანა. ამის შემდეგ მას მისცეს მეორე ჯვარი და დღეს ეს ადამიანი ამბობს, რომ ციანიდი ადამიანების დასახმარებლად სჭირდებოდა, კეთილი საქმეებისთვის. ამ სამ საქმეზე ვითხოვ პასუხს”, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის შემდეგ მოხდა დეკანოზის გიორგი მამალაძის კარიერული წინსვლა.
მისივე თქმით, ბრალდებულ დეკანოზს საპატრიარქოში გარკვეული მღვდელმთავრები მფარველობენ.
ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე პროკურატურას და საპატრიარქოს სამი კითხვით მიმართავს
