მომღერალი მერაია ქერი და ავსტრალიელი მილიარდერი ჯეიმს პარკერი, ერთმანეთს, ორი წლის წინ დაშორდნენ. 48 წლის ვარსკვლავმა, წარსულის დავიწყება და საბანკო ანგარიშების გაზრდა, ნიშნობის ბეჭდის გაყიდვის სანაცვლოდ გადაწყვიტა, რომელიც საქორწინო საჩუქარი იყო.
გამომცემლობა Page Six-ის ინფორმაციით, მერაიამ, 35 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ იუვერილს, შედარებით, ნაკლებ ფასად, 2,1 მილიონ დოლარად მიყიდა - მილიარდერმა კი, ბეჭედში, 7,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.
მირაიამ, ახალი ცხოვრების დაწყება და პოზიტივის შეტანა გადაწყვიტა - ამიტომ, წარსულის უარყოფითი ემოციების დასავიწყებლად, ყოფილი ბოიფრენდის ნაჩუქარი, ნიშნობის ბეჭედი გაყიდა - ამბობს სანდო წყარო.
შეგახსენებთ, რომ პოპ-დივა მერაია და მილიარდერი, ჯეიმს პარკერი, 2016 წელს ერთმანეთს, სკანდალით დაშორდნენ. მომღარალმა,რამდენიმე ხანში, მოცეკვავე, ბრაიან ტანაკისთან გააბა სასიყვარულო რომანი, რომელსაც ასევე, დაშორდა.
საინფორმაციო სააგენტო The Australian-თან ერთ-ერთ ინტერვიუში, ჯეიმსი აცხადებს:
მერაია - ბრწყინვალე ქალია. მაგრამ ეს რომანი, დიდი შეცდომა იყო, როგორც მისი, ასევე ჩემი მხიდანაც - ამბობს ჯეიმსი.
იხ. ფოტოკოლაჟი: