ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას საქმეზე პროცესი დღეს განახლდება.
პროცესი სააპელაციო სასამართლოში 13:30-ზეა ჩანიშნული.
წინა სხდომაზე დაცვის მხარეს შესავალი სიტყვით უნდა ესარგებლა, თუმცა ადვოკატი გიორგი მახარაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პროცესზე ვერ გამოცხადდა, მეორე ადვოკატი - შოთა კახიძე ბათუმში პროცესზე იმყოფებოდა. შესაბამისად, პროცესი გადაიდო.
როგორც მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ წინა პროცესზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ პროცესზე ადვოკატები არ გამოცხადდებიან, მსჯავრდებულს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.
მეორე ინსტანციის სასამართლოში ის განაჩენია გასაჩივრებული, რომლის მიხედვითაც, გიორგანაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2 აპრილს კი გიორგანაშვილს ახალი ბრალი - ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენა წაუყენეს ბრალად.