სურსათის ეროვნული სააგენტო რესტორანს "იმერული ეზო", რომელშიც 9 ადამიანი მოიწამლა, ამოწმებს

12:53 05-29-2018
292

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ინსპექტორები რესტორან იმერულ ეზოს ამოწმებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა. ამიტომ მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ცხელ ხაზს - 15 01 - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნატახტარში, რესტორან იმერულ ეზოში ცხრა ადამიანი მოიწამლა. მათ შორის, ერთ-ერთი ბავშვია. მოწამლულები ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანი კლინიკაში კონკრეტული ჩივილით მივიდა და მოწამვლის მიზეზად რესტორან „იმერული ეზოს“ კერძებს ასახელებდნენ. რესტორნის წარმომადგენელი სატელეფონო საუბარში მოწამვლის ფაქტს უარყოფს.

ავტორი: