დღეს სირიამ აფხაზეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენიტეტული სახელმწიფო - აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

14:05 05-29-2018
177
თეგები: დაურ კოვე

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და წერს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს:

დღეს სირიამ აფხაზეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენიტეტული სახელმწიფო. ყველას გილოცავთ! საუკეთესო საჩუქარია გამარჯვებიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად - წერს დაურ კოვე.

შეგახსენებთ, რომ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის „აღიარების შესახებ განცხადება გაავრცელა.

სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე”- ნათქვამია განცხადებაში.



ავტორი: