რამდენიმე დღის წინ, ამერიკელმა რეპერმა, 35 წლის, ნიკი მინაჟმა, ინსტაგრამზე, განცხადება გააკეთა, რომ ემინემს ხვდება, რაც თაყვანისმცემლების მხრიდან, კრიტიკის საგანი გახდა - საზოგადოება, ვერ მიხვდა, ეს, სიმართლე იყო, თუ ხუმრობა.
სწორედ, ეს გახდა საბაბი იმისა, რომ ემინემმა გადაწყვიტა, დაემტკიცებინა საზოგადოებისთვის, მათი რომანტიკული ურთიერთობის შესახებ და ბოსტონში გამართული კონცერტის მსვლელობის დროს, მომღერალმა, მოულოდნელად დაიყვირა: საყვარელო, დღეს სახლში მოვალ!
ამის შემდეგ კი, დარბაზს მიუბრუნდა და საზოგადოებას მიმართა: - რამდენი ადამიანია აქ, ვისაც სურს, რომ მე, ნიკი მინაჟს ვხვდებოდე? - ჯანდაბას, მეც მინდა! ნიკი, შენ თუ ეს ყველაფერი გესმის, მომწერე, დავილაპარაკოთ ამ საკითხზე - ამ ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, ემინემის და ნიკის, სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ, ჯერ კიდევ, აპრილის თვეში გავრცელდა.
ეს ის პერიოდია, როცა მინაჟი, თავის ახალ კლიპში, Barbie Tingz, ამბობს:
- ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ცოტა ხნის წინ, თეთრი ბიჭი მოვიპარე - ამბობს ნიკი.
თუ როგორ განვითარდება, წყვილის სასიყვარულო ისტორია, ამას მომავალი გვიჩვენებს.
იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები: