გუშინ „რუსთავი 2“ -ის პროქეტმა „მხოლოდ ქართული“ მორიგი კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუღვნა. ემოციური იყო ყველას გამოსვლა. შესაშურად კარგი შერულება, ემოციურობა და სიყვარული გამოავლინა ყველა მონაწილემ. მათ შორის გამოირჩეოდა ალექსანდრე მრელაშვილი, რომლის შესრულებამაც თაკო ჩარკვიანს პოსტი დააწერინა.
„მეტირება, ბედნიერი ვარ, მიხარია, ფეხზე ვდგები, ცრემლები მომდის - „ოქროს ბიჭი“ ალექსანდრე მრელაშვილი - ისე იმღერა, ისე იგრძნო მოსაპოვებელი თავისუფლება, როგორც და რისთვისაც ჯანსუღმა დაწერა ეს ლექსი 1972 წელს ( გარეთ კომუნისტური წყობა იყო და მაშინ თავისუფლების ფოთოლიც არ შრიალებდა). მოგვიანებით კი აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ( ერთ კვირაში) შექმნა სიმღერა მამუკამ, ამ ლექსზე. მოკლედ „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ და ასეც იქნება - „ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია"- მადლობა ყველას“ - წერს პუბლიცისტი სოციალურ ქსელში.
ალექსანდერს გამოსვლა კონცერტის ფინალი იყო. უკეთეს ფინალს ვერც ინატრებდნენ კონკურსანტები. სცენაზე ნიკა გვარამია ავიდა ცრემლორეული თვალებით და გამოაცხადა რომ ყველა კონკურსანტი პროექტში რჩება.