სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა.
შესაბამისი განცხადება მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„სირიაში რუსეთის მიერ მანიპულირებადი ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის - აფხაზეთსა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობის აღიარება არის ასადის მხრიდან საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, - წერს ჯანელიძე.
შეგანხსენებთ, რომ სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა.