ინკლუზიური განათლების თემაზე საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა

16:06 05-29-2018
89

თემაზე, „ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის თბილისში ჩატარება საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მაღალმა დონემ განაპირობა. მონაწილეებმა, საქართველო აირჩიეს, რათა ქართულ გამოცდილებას ადგილზე გაცნობოდნენ.

კონფერენცია სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) ორგანიზებით ჩატარდა და მასზე წარმოდგენილი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ინკლუზიური განათლების მოდელი, მიმდინარე პროექტები,  „ინკლუზიური განათლების განვითარების 2018-2021“ სტრატეგია და პრიორიტეტები. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, აუდიტორიას ინკლუზიური განათლების საკუთარი მოდელები, სისტემის სუსტი და ძლიერი მხარეები გააცნეს. 

საერთაშორისო ორგანიზაციასთან ”გადავარჩინოთ ბავშვები” (Save the Children) საქართველოსთან თანამშრომლობა 1993 წელს დაიწყო და 25 წელია, საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით,  წარმატებით ახორციელებს  ბავშვთა დაცვის, ფორმალური და არაფორმალური განათლების, სოციალური და ეკონომიკური განვითარების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროექტებს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი საზოგადოების ფორმირებას, სადაც ყველა ბავშვს აქვს გადარჩენის, ზრუნვის, განათლების, ჯანდაცვისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლება.

ავტორი: