ავსტრალიელმა პოპ-მომღერალმა, კაილი მინოუგმა, 50 წლის იუბილე, ახლობლების წრეში, საიდუმლო შეყვარებულთან ერთად აღნიშნა.
ერთი წლის წინ, მომღერალმა, საკუთარ დაბადების დღეზე, ამ ტიპის განცხადება გააკეთა:
ჩემი აზრით, როცა 90 წლის გავხდები, სავარაუდოდ, ერთ-ერთ თავშესაფრში, მუქი ფერის კოსტიუმში გამოწყობილი, ინვალიდის ეტლში ვიჯდები. დიახ, არც ამ ასკში, არ შემეტყობა, ჩემი სევდა - შოუ გრძელდება!
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, ვარსკვლავს, ჯერ მხოლოდ 50 წლის იუბილე ჰქონდა, მის ბრწყინვალებას და გარეგნობას, საზღვარი არ ჰქონდა - კაილი, დაბადების დღეზე, ოქროსფერ კაბაში, შეყვარებულის კომპანიის გარემოცვაში, პოზირებდა.
დღესასწაული, ქ. ლონდონის ერთ-ერთ კლუბში Chiltern Firehouse- ში შედგა. კაილის მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის დიზაინერები, fashion-ჟურნალისტები, და იუბილარის ახლობლები - ჯოელ ედგერტონი და გაი პირსი იმყოფებოდნენ.
დაბადების დღის ფოტოკოლაჟიდან, ყველაზე დიდი მოწონება, ერთ-ერთმა ფოტომ გამოიწვია, სადაც კეილი უცნობ მამაკაცს კოცნის, რომელიც მომღელამა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
გასაიდუმლოებული ფოტო, მალე გაქრა საიტიდან, მაგრამ მამაკაცის ვინაობა, მალევე გახდა ცნობილი. უცნობი, ბრიტანული გამოცემა GQ-ს კრეატიული დირექტორი, პოლ სოლომონსია.
საინფორმაციო წყარო The Sun-ის ინფორმაციით, პოლი და კაილი, მიმდინარე წლის თებერვალიდან, საიდუმლოდ ხვდებიან ერთმანეთს. მომღერალი, ამ ფაქტს არ ახმაურებს, იმის გამო, რომ მან გასულ წლებში, რამდენიმე არასასიმოვნო დაშორება განიცადა.
დაბადების დღემ მხიარულად ჩაიარა. კაილიმ, სტუმრებს, რამდენიმე საკუთარი სიმღარა შეუსრულა. დასასრულს კი, ყველას, ახალი სიმღერების ალბომი Dansing Golden-ი უსახსოვრა.
ჩემს დაბადების დღეზე, აუცილებლად მოვაწყობ დიდ დღესასწაულს, უკვე 50 წლის იუბილე მაქვს და თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ, მე ისე ვიპოვე საკუთარი თავი და სადაც ეხლა ვიმყოფები, შესანიშნავია - ამბობს კაილი ინტერვიუში, რამდენიმე დღით ადრე.
იხ. ფოტოკოლაჟი: