საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის "აღიარებას" ეხმაურება.
"ამ სიახლეს ბრიუსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ სირიის გადაწყვეტილებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ასევე, ევროკავშირის დიდი ხნის პოლიტიკას არაღიარების შესახებ.
ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას, რომ საქართველოს მოწყვეტილ რეგიონებში, აფხაზეთსა და ოსეთში ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა მოხდეს" – განაცხადა იანოშ ჰერმანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის „აღიარების" შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა.