ჯორჯ მაიკლის კიდევ ერთი ექს-ბოიფრენდი თავს ქონების მემკვიდრედ აცხადებს

18:31 05-29-2018
3183

ინგლისელი მომღერალი, ჯორჯ მაიკლი, 2016 წელს, 53 წლის ასაკში, გულის უკმარისობით, გარდაიცვალა.

მომღერალმა, 105 მილიონი სტერლინგი მემკვიდრეობით, საკუთარ დებს, მელანის და იოდს დაუტოვა, როლებსაც დღემდე, პოპ-ვარსკვლავის ყოფილი შეყვარებულები. მოსვენებას არ აძლევენ. 

მისი უკანასკნელი შეყვარებული, ვარსკვლავების ვიზაჟისტი, ფადი ფავაზი, ამ დრომდე, არ უთმობს დებს, ლონდონში მდებარე საცხოვრებელ ბინას, სადაც მომღერალთან ერთად ცხოვრობდა. მან სარჩელიც კი შეიტანა სასამართლოში და დღემდე, სასამართლოს პასუხს ელოდება. 

Daily Mail-ის ინფორმაციით, მომღერლის ქონებას, კიდევ ერთი მემკვიდრე გამოუჩნდა. 

სურათების გალერეას მფლობელი, კენი გოსი, დარწმუნებულია, რომ ის, ჯორჯ მაიკლის ქონების, ერთ-ერთი მემკვიდრეა.

კენი, აცხადებს, რომ მათი რომანი, თითქმის, 15 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და სწორედ მისი წყალობით, პოპ- ვარსკვლავმა, ამ ხნის განმავლობაში, სახელი და სიცოცხლე, შეინარჩუნა - როგორც ამბობს, ნარკოტიკებს უნიტაზში უყრიდა.

ჯორჯი, ყოველთვის ეუბნებოდა კენის, რომ მასზე იზრუნებდა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და კენი, მას ყოველთვის ყურადრებას აქცევდა - აცხადებს გოსის ერთ-ერთი მეგობარი. 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ მაიკლი, 2016 წლის 25 დეკემბერს, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიური დაავადებით და თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე