ნიკა მელია: "მე რომ გირგვლიანის მკვლელობას ვაპროტესტებდი კალაძე ნაციონალების კამპანიაში იყო"

11:36 05-30-2018
247

"მე რომ გირგვლიანის მკვლელობას ვაპროტესტებდი კალაძე ნაციონალების კამპანიაში იყო" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობი" წევრმა ნიკა მელიამ "არჩევანის" ეთერში განაცხადა.

"როდესაც წლების წინ ვაპროტესტებდი როგორც სტუდენტი, სანამ ხელისუფლების საათავეებში იყო "ნაციონალური მოძრაობა", გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მეც მქონდა პროტესტი. თუ გულწრფელობაზეა საუბარი და მორალური კატეგორიებით საუბრობს ბატონი კალაძე, მე როდესაც ვაროტესტებდი გირგვლიანის მკვლელობას კახი კალაძე ნაციონალურ მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული და სოფელ-სოფელ დადიოდა. ეს პასუხი კახი კალაძეს" - განაცხადა მელიამ.