IRI: შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 27% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა

12:32 05-30-2018
511

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. კვლევის მიხედვით, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 27% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 17% „ნაციონალური მოძრაობას“,  7% კი „ევროპული საქართველოს“.

დანარჩენ პარტიებზე ხმათა პროცენტული რაოდენობა ასე გადანაწილდა:

ლეიბორისტული პარტია - 5%, პატრიოტთა ალიანსი - 4%, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო- 3%, ახალი საქართველო - 2%, თავისუფალი დემოკრატები - 1%, გირჩი - 1%.

19%-მა არ იცის ხმას რომელ პარტიას მისცემდა.

კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.