ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი, ქალიშვილთან, 1 წლის ლეისთან ერთად, დასასვენებელი პარკების, ხშირი სტუმრები არიან.
ამჟამად ვარსკვლავური წყვილი, პაპარაცებმა, ლოს-ანჟელესის ქუჩებში დააფიქსირეს - ბავშვის ეტლს, ამ ეტაპზე, მამა მართავდა.
კუპერი, ნეიტრალური ფერის სამოსში იყო გამოწყობილი, ხოლო, ირინა, Mickey Mouse-ის გამოსახულების, სპორტულ ფორმაში.
ბოლო ხანებია, ირინა და ბრედლი, ხშირად ხვდებიან, ფოტოგრაფების ობიექტივში: როგორც ჩანს, მსახიობი ცდილობს, შესვენების დროს, მთელი დრო, ოჯახს დაუთმოს.
შეგახსენეთ, რომ ბრედლი და ირინა, 2015 წლიდან ერთად არიან. ინფორმაცია, ფეხმძიმობის შესახებ, პირველად Victoria’s Secret-ის შოუს ჩვენებაზე გახდა ცნობილი, როცა მოდელი შოუზე, ოქროსფერ კაბაში პოზირებდა, რომელიც მის პატარა მუცელს ვერ ფარავდა. 2017 წლის მარტში, მოდელმა, გოგონა გააჩინა.
იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი: