ხალხს ამზადებენ. ყურს აჩვევენ იმისთვის, რომ არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა დაასახელოს ბაქრაძე პრეზიდენტად. აქეთკენ მიყავთ რეიტინგები - განაცხადა თავისუფალ სივრცეში პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა.
კვიციანი ამბობს, რომ IRI-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების სანახავად დრო არ ჰქონდა, თუმცა მათი გამოკითხვის არ სჯერა:
ვინმეს სჯერა კიდევ მაგათი გამოკითხვის? რა თქმა უნდა არ მჯერა და რადგანაც 4% მოგვცეს, ე.ი 40 % გვქონია. გისმენდით და ბაქრაძეს ჰქონია ყველაზე მაღალი რეიტინგი, უკვე გასაგებია როგორი სამართლიანი გამოკითხვაა გაკეთებული. ხალხს ამზადებენ. ყურს აჩვევენ იმისთვის, რომ არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა დაასახელოს ბაქრაძე პრეზიდენტად. აქეთკენ მიყავთ რეიტინგები - განაცხადა კვიციანმა იბერიას ეთერში, თავისუფალ სივრცეში სტუმრობისას.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. კვლევის მიხედვით, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 27% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 17% „ნაციონალური მოძრაობას“, 7% კი „ევროპული საქართველოს“.
დანარჩენ პარტიებზე ხმათა პროცენტული რაოდენობა ასე გადანაწილდა:
ლეიბორისტული პარტია - 5%, პატრიოტთა ალიანსი - 4%, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო- 3%, ახალი საქართველო - 2%, თავისუფალი დემოკრატები - 1%, გირჩი - 1%.
19%-მა არ იცის ხმას რომელ პარტიას მისცემდა.