პროკურატურა ხორავას ქუჩაზე სასამართლოს განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს

12:19 05-31-2018
200

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენით, ერთ-ერთი ბრალდებული დამნშვედ იქნა ცნობილი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილისი ბ ქვეპუნქტით, მეორე არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი 19-109ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.

"ეს დანაშაულებრივი ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულებს 1/4-ით შეუმცირდებათ სასჯელი. 

ბრალდების მიერ წარდგენილი იყო ყველა უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა ორივე ბრალდებულის მიმართ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, ვინაიდან დღეს სასამართომ გამოაცხადა მხოლოდ და მხოლოდ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, აქედან გამომდინარე ჩვენთვის უცნობია რომელი მტკიცებულება არ გაიზიარა სასამართლომ. ჩვენთვის აღნიშნული გადაწყვეტილება ბუნდოვანი და გაურკვეველია, შესაბამისად, ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ" - განაცხადა მოზარდების საქმის პროკურორმა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 

მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.