ამერიკელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ, სექს-სკანდალი, 2017 წელს დაიწყო - მას, სექსუალურ ძალადობაში, 80-მდე ქსლბატონი სდებდა ბრალს. ჰარვი, ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ კი, ის ცოლმა მიატოვა.
ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ, პროდიუსერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.
დღეს, სასამართლომ ჰოლივუდის ფილმების პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტეინს გაუპატიურების საქმეზე ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ მანჰეტენის რაიონულმა პროკურორმა, საირუს ვენსმა განაცხადა.
საირუსის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ვაინშტეინს ბრალად ედება - პირველი და მესამე ხარისხის გაუპატიურება, ისევე, როგორც პირველი ხარისხის სექსუალური დანაშაული.
ვაინშტაინის ადვოკატმა, ბენ ბრაფმანმა კი განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, ყველა დანაშაულს უარყოფს.
შეგახსენეთ, რომ 25 მაისს, ამერიკელი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი, ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდა. ის ქალების გაუპატიურების საქმეზე დააკავეს. ერთ საათში კი, ჰარვი, მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლეს.
შემდეგი სასამართლო პროცესი, 30 ივნისს არის ჩანიშნული - დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ჰოლივუდის ყოფილ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტეინს, 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
იხ. ფოტოები: