მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავჯდომარედ ნიკა მაჭუტაძე მთავარ პროკურორთან ერთად დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის გადადგომასაც ითხოვს.
მისი თქმით, სწორედ სუბარი აფარებს ხელს იმ კლანს, რომელიც პროკურატურას მართავს და რომლებიც მფარველობენ მკვლელებს.
„კლანს, რომელიც ახორციელებს დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას და პასუხისმგებლობის არიდებას, მათი სახე არის მინისტრი სუბარი, რომელიც ზუსტად მაშინ ხელმძღვანელობდა პენიტენციალურ სისტემას, როდესაც მირზა სუბელიანი იყო მაღალჩინოსანი, იგი სწორე და მისი ნათესავი და კადრია. სწორედ სუბარის ხელმძღვანელობით მოხდა იმ ცნობილი ფაქტი განცხორცილება, რომელიც გულისხმობს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას. სწორედ, ეს კლანი სოზარ სუბარის ხელმძღვანელობით ხელს აფარებს მკვლელებს“, - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.